"ვივა მედის" კლინიკური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, არასდროს ყოფილა სიტუაციაში, სადაც უნდა მალავდეს, თუ რამე უკეთესობა გაქვს პაციენტის ანალიზებში, შეგეშინდეს წონაში მატება თუ გაქვს, უნდა გეშინოდეს ნებისმიერი პარამეტრის გაუმჯობესების საკითხი.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მნახველებს შორის სიხარულის ყიჟინა აქვთ თითოეულ დაკლებულ გრამზე.
"მე არ ვიცი მნახველები მასთან რაზე საუბრობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს რაოდენობა ადამიანების, სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით, არაფერი გაუკეთებიათ. ჩემი მრავალგზის თხოვნისა, მე ვერ დამარწმუნებს ვერავინ, რომ თუნდაც ერთმა მათგანმა მას უთხრა, რომ უკეთ იკვებე, ან ეს გააკეთე, პირიქით, სიხარულის ყიჟინა არის ყველა დაკლებულ გრამზე. სხვათა შორის, დღეს გამიხარდა, რომ 200 გრამი ნამატი გვაქვს წონაში", - თქვა ნინო ნადირაძემ.
მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი 24 საათის განმავლობაში უყურებს ტელევიზორს, სადაც მიდის "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა".