კლინიკა "ვივა მედის" გენერალური დირექტორის თქმით, მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პალატაში რჩება.
"მიხეილ სააკაშვილი რჩება პალატაში. ის ამ ეტაპზე არ საჭიროებს რეანიმაციაში გადაყვანას." - განაცხადა ნინო ნადირაძემ "ქრონიკასთან".
"ვივა მედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა: მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსზე PCR ტესტი განმეორებით გავუკეთეთ და უკვე უარყოფითი პასუხი მივიღეთ