თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პარტია „ახლის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 8 თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
სხდომას ნიკა გვარამია არ ესწრებოდა.
შეგახსენებთ, 2025 წლის 13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, ნიკა გვარამიას შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ის სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა. თვითონ მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში და გირაოს გადაუხდელობის გამო რუსთავის ციხესთან დააკავეს.
2025 წლის 17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. თანხის გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა.