"მთავარი არხის" ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა პაატა იაკობაშვილმა "რუსთავი 2"-ს დავა მოუგო, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ავრცელებს.
"ჩვენმა იურისტებმა ჟურნალისტ პაატა იაკობაშვილის საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში წარმატებით დაასრულეს. ტელეკომპანია "რუსთავი2"-ს პაატა იაკობაშვილის კუთვნილი ხელფასის და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დაეკისრა", - წერს ორგანიზაცია.