იტალიაში, ბინების ძარცვის ბრალდებით, საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს მოქალაქეები ქალაქ სალერნოში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათი უმეტესობა ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა.
„კმაყოფილებას და მადლიერებას ვგრძნობ დღეს სალერნოში სახელმწიფო პოლიციის მიერ ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქის პროკურატურის მიერ კოორდინირებული გამოძიების ნაწილი იყო. შედეგად, მოხდა ბინების ძარცვაში სპეციალიზებული დაჯგუფების წევრების დაკავება,” – განაცხადა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო პანტედოსიმ.