შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსად დავით თამაზაშვილი დაინიშნა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ ახალი ხელმძღვანელი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მინისტრმა, ახალ ხელმძღვანელთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და კონკრეტული დავალებები გასცა.

გეკა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს, ნიკოლოზ შარაძეს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.