ამათი მშობლებიც არიან დამნაშავეები, მათ დაუშავეს არა მარტო ჩემს შვილს, არამედ თავიანთ შვილებსაც, ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ განაცხადა.  

„იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ძალიან ზედმეტი მომდის ამ თამამი განცხადებებით, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ ამათი მშობლებიც არიან დამნაშავეები, მათ დაუშავეს არა მარტო ჩემს შვილს, არამედ თავიანთ შვილებსაც. მნიშვნელობა არა აქვს რამდენ წლებს, თვეებს, წუთებს დაითვლიან ციხეში მათი მშობლები, მათი შვილები უკვე განწირულები არიან“, - ამბობს გიგა ავალიანის დედა.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის დედამ ჟურნალისტებთან განაცხადა: მოხდა უბედური შემთხვევა, ერთი ხელის დარტყმით ვერავინ ვერავის ვერ მოკლავს