გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანებს, რომელთაც პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ჯგუფური ძალადობის 4 სხვა ეპიზოდსაც ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა კიდევ ერთხელ, ახალ ბრალზეც შეეფარდათ.

გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ გარშაულიშვილმა მიიღო.

ცნობისათვის, გუშინ 10 თებერვალს პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტების მონაწილეობით სხვა დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია - „ისინი სისტემატურად ჯგუფურად ძალადობდნენ წინასწარ შერჩეულ პირებთან“. ასევე გამოქვეყნდა დანაშაულის ამსახველი კადრები, რომლებსაც ისინი თავად იღებდნენ.