მოხდა უბედური შემთხვევა, ერთი ხელის დარტყმით ვერავინ ვერავის ვერ მოკლავს, - ამის შესახებ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის დედამ თინათინ პაპასკირმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„პირდაპირი დაკვეთა აქვს პროკურატურას ამ ქალბატონისგან, რომ ამას არ აწყობს ის რეალობა, რაც არის და უნდათ ჯგუფური კვალიფიკაცია. მაქსიმალური სასჯელი. მოხდა უბედური შემთხვევა, ერთი ხელის დარტყმით ვერავინ ვერავის ვერ მოკლავს. ეს არის შემდეგ გონზე მოსული, უკან გადავარდნილი და გატეხილი თავის მერე წამოსული, რაც მოხდა“, - ამბობს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის დედა.









