ძლიერი ქარი იმერეთში მესამე დღეა ნარჩუნდება. სტიქიამ ქუთაისში უწყლობის პრობლემა გამოიწვია, ზოგიერთ მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.
ქარმა ასევე ხეების და სახლის სახურავების დაზიანება გამოიწვია. ასევე დაზიანდა რამდენიმე მანქანა.
"იმერეთის რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში იყო ძლიერი ქარი. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები.
არის რიგი მუნიციპალიტეტები, რომელსაც არ მიეწოდება ელექტროენერგია, ქუთაისში 3 000-მდე აბონენტს წყალი არ მიეწოდება. ჩართულია ყველა სამსახური, ვცდილობთ, მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ აღნიშნული პრობლემები. პარალელურად ხდება ზარალის დათვლა, წინასწარ ციფრებზე ვერ ვისაუბრებთ“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.