ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზუგდიდში, საქართველოს დრიფტის სერიების მე-4 ეტაპი გაიმართა.

დრიფტში ქვეყნის საუკეთესო დრიფტერები იღებდნენ მონაწილეობას. დრიფტის სერიების მე-4 ეტაპის გამარჯვებული გიორგი გრიგალაშვილი გახდა. რაც შეეხება მეორე და მესამე ადგილს, შემდეგნაირად გადანაწილდა: მე-2 ადგილი ირაკლი შალიკაშვილმა, ხოლო მე-3 ადგილი ნუკრი სალიამ მოიპოვეს.

გამარჯვებულებს პრიზები საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზუგდიდის დელეგატმა დავით კოდუამ გადასცა.

ზუგდიდმა დრიფტის სერიებს უკვე მეოთხედ უმასპინძლა. ღონისძიებას, პარლამენტში ზუგდიდის დელეგატთან ერთად, სამეგრწლო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულისა და ზუგდიდის მერის მოადგილეები ესწრებოდნენ. 

ღონისძიება - სპორტის სამინისტროს, ზუგდიდის მერიის, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის, betlive Racing Season Georgian Drift Serie 2025 და BMW Club Georgia-ს მხარდაჭერით ტარდება.