ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი შეადგინა.
შემაჯამებელ ოქმს დაერთო 3 ოპოზიციური პარტიის განსხვავებული აზრი. ოქმს 17-დან 15-მა წევრმა მოაწერა ხელი. ოქმის მიხედვით, ზუგდიდში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“.
არჩევნების დღეს ჯამში 28 საჩივარი შევიდა საოლქოში. 2 მათგანი გასაჩივრდა, თუმცა სასამართლომ არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა.