ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება იყო. ამ წუთებისთვის კონფლიქტი უკვე აღმოფხვრილია.

ინციდენტი უბანზე ანა წითლიძის მისვლამ გამოიწვია, ის ერთ-ერთ ადგილობრივ დამკვირვებელს დაუპირისპირდა.

ანა წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ უბნიდან ორი დამკვირვებელი გააძევეს.

უბნის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული დამკვირვებლები პირდაპირ ერეოდნენ საარჩევნო პროცესში, აკვირდებოდნენ პირადობის მოწმობებს, რომლებსაც ადგილობრივი უბნის თავმჯდომარეები არეგისტრირებდნენ.

ამავდროულად, აღნიშნული უბნის თავმჯდომარის თქმით, არცერთ დამკვირვებელს არ ჰქონდა უფლება, რომ ორი დამკვირვებელი ერთად, ერთი და იგივე ორგანიზაციიდან შესულიყო, რამაც გარკვეული დაპირისპირებაც გამოიწვია.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.