ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას სტიპენდია 104 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ მიიღო.
ახალგაზრდების წახალისება ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მერია ახალგაზრდული მიმართულებით არაერთ პროექტს ახორცილებს.
მერის სტიპენდია ვრცელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი/დევნილი) ახალგაზრდებზე (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებზე), რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე;
სტუდენტები მერის სტიპენდიას 250 ლარის ოდენობით მიიღებენ.