ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე არსებული შადრევნის დემონტაჟს განახორციელებს.
"შადრევნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოცხადებულია.
დღევანდელი მდგომარეობით, შადრევანი მწყობრიდანაა გამოსული და საფრთხის შემცველია, ვიზუალურადაც შელახულია. მისი არქიტექტურული ნაწილიც საჭიროებს რესტავრაციას." - ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოტო ODISHI TV