ახალი მერი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანმა წარუდგინა. სახელმწიფო რწმუნებულმა ვახტანგ ღამბაშიძეს წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა და ყოფილ მერს, ვასილ გველესიანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ზესტაფონის ახალმა მერმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და აღნიშნა, რომ მაქსიმუმს გააკეთებს მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშეწყობისა და მოქალაქეების მეტი კეთილდღეობისთვის.

"უდიდესი მადლობა თითოეულ ზესტაფონელს გამოცხადებული ნდობისთვის. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთობლივი ძალისხმევით და ჩვენი თანაქალაქელების ჩართულობით, ზესტაფონი გახდება უფრო ძლიერი, წარმატებული და განვითარებული ქალაქი", - განაცხადა ვახტანგ ღამბაშიძემ.