არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოსთან მივიდა, სადაც საეპარქიო კომისიის კრება უნდა გაიმართოს. 

არქიმანდრიტი დოროთეს განმარტებით, რომ კრებას იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ ჟურნალისტებსაც დაუშვებენ.

 "ამას ყველაფერს აკეთებს მეუფე შიო, მეუფე შიოს აქვს დავალებული ჩვენი დასჯა... ანდრია ჯაღმაიძეს ჩემი გასამართლების არც უფლება აქვს, არც შესაძლებლობა. ჩემი გასამართლების უფლება და შესაძლებლობა აქვს პირველ რიგში მეუფე შიოს, ოღონდ პატრიარქის დამოწმებით და არა პირადად. [თუ მედიის წარმომადგენლებს არ შეუშვებენ], მე არ შევდივარ იმიტომ, რომ ისინი არღვევენ ჩემს მოთხოვნას და მე მეუბნებიან, რომ შენ უფლებები არ გაქვს. როგორც ივანიშვილი იქცევა, რომ მიიტაცა მთელი სახელმწიფო და კანონები" - განაცხადა არქიმანდრიტმა  დოროთე ყურაშვილმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ: არქიმანდრიტი კომისიაზე მეორედ დაიბარეს. პირველ შემთხვევაში მას ზნეობის კომისიამ მკაცრი გაფრთხილება მისცა.

საპატრიარქოს განცხადებით მათი პოზიცია უცვლელია და ეპარქიული კომისიის სხდომას მედია არ დაესწრება.