საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამედიცინო ლაბორატორიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ მე-14 ფილიალს, 16 ივლისს, ტყიბულში გახსნის. 

ფილიალის ოფიციალური გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, კომპანია ტყიბულის მოსახლეობას ერთდღიან აქციას სთავაზობს. კერძოდ, 0-დან 18 წლამდე ასაკის მქონე ყველა პირი უფასოდ ჩაიტარებს რკინის, TSH-ისა და სისხლის საერთო ანალიზის კვლევას. სხვა ნებისმიერ ლაბორატორიულ კვლევაზე კი 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება.

 

გთხოვთ, იხილოთ თანდართული პრესრელიზი და ფოტო.