გამოფენას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამხატვრო სკოლის დირექტორმა, მხატვარმა ავთანდილ ჯიბუტმა მოსწავლეთა ნამუშევრები წარადგინა და კურსდამთავრებულები  მათივე შემოქმედებით გააცნო დამთვალიერებელს.

წელს 9 ახალგაზრდამ დაასრულა წყალტუბოს სამხატვრო სკოლა.

გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, სკოლის გალერეაში შემაჯამებელი ნამუშევრების გამოფენა თვის ბოლომდე გაგრძელდება.