თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლი დაათვალიერა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად ბათუმის და ქობულეთის სანაპირო ზოლი დაზიანდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე
რიჟვაძემ ქობულეთში შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლი დაათვალიერა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.
,,უხვი ნალექისა და შტორმის შედეგად დაზიანდა ბათუმის და ქობულეთის სანაპირო ზოლი, არსებული ინფრასტრუქტურა. მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან. ყველაფერი გაკეთდება მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისა და ინფრასტრუქტურის სწრაფად აღდგენისთვის“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ადგილზე იმყოფებიან ქობულეთის მერი ლევან ზოიძე, ასევე მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.