თითოეულ მოქალაქესთან, რომელთანაც ვერ მივაღწიეთ ტრანსპორტით, გვაქვს ურთიერთობა როგორც სატელეფონო, ასევე პირადად მისულები არიან რწუმნებულები, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში,  რომელშიც 200 მაშველია ჩართული, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. 

„მოზარდს, რომელსაც ვეძებდით, აღმოჩენილია ნანგრევებში, სამწუხაროდ, გარდაცვლილი. ამ დროისათვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხდება გზებზე გაწმენდითი სამუშაოები, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა დღის განმავლობაში. ვცდილობთ, რომ ყველა იმ სოფელში მივიდეთ, სადაც შეიძლება რომ ადამიანებს ჩვენი დახმარება სჭირდებოდეთ. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამუშაოები. დღის განმავლობაში, როგორც მოგახსენეთ, ჩართული იყო 200 მეხანძრე-მაშველი სამძებრო სამუშაოებში, ჩართული იყო როგორც ნავები, ასევე დრონი, კინოლოგიური სამსახური. ამ დროისთვის არის გარკვეული ლოკაციები, სადაც უშუალოდ ტრანსპორტის საშუალებით ვერ მოხერხდა მისვლა, თუმცაღა ფეხით მისულები ვართ ყველაგან, თითოეულ მოქალაქესთან, რომელთანაც ვერ მივაღწიეთ სატრანსპორტო საშუალებით, გვაქვს ურთიერთობა როგორც სატელეფონო, ასევე პირადად მისულები არიან რწმუნებულები და საჭიროების შემთხვევაში პროდუქტი იქნება ეს თუ სხვა საშუალებები, მიაწვდიან მოსახლეობას, - ამბობს თემურ მღებრიშვილი.