რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა თელავში, თურდოს ხევის ადიდება გამოიწვია.  

შედეგად  თელავგაზის გაზსადენი დაზიანდა, რის გამოც გაზის მიწოდება 18:00 საათამდე შეწყვეტილი აქვს თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს, კერძოდ- სოფელ რუისპირს, იყალთოს და სოფელ ყარაჯალას.