ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, მიმდინარეობს კაკალათხევის უბნის გზის რეაბილიტაცია.


„კაკალათხევის დასახლებაში შიდა საუბნო გზა ეწყობა. მიმდინარეობს, ასევე, სანიაღვრეების მშენებლობა. ამ ეტაპზე უკვე დაგებულია ასფალტის პირველი ფენა. მოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობებს, ასევე, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.“ -აღნიშნა სამუშაოების დათვალიერებისას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
პროექტი 447 000 ლარის ღირებულებისაა და მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.