საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ირაკლი
კუპრავასთან და ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3 ახალ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მოსწავლეებსა და
მასწავლებლებს ახალ გარემოში ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
ქალაქ ახალციხის N5, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N1 და სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა და მისი ჯამური ღირებულება 15 მილიონ ლარამდეა.
ევროსტანდარტების შესაბამის სკოლებში ყოველწლიურად1500-მდე მოსწავლე შეძლებს თანამედროვე განათლების მიღებას