საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ლელა ფანოზიშვილთან ერთად, საგარეჯოს მესამე საჯარო სკოლაში, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე 2024 წლის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების მიღწევებზე ისაუბრეს და სპორტულ ვიქტორინაში გამარჯვებული წარმატებული მოსწავლეები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.
მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა მესამე საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგ ლუდმილა ფერაძეს ღონისძიების ორგანიზებისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
ღონისძიებას საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პირველი მოადგილე ელგუჯა ბერიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონები ნინო სალუქვაძე, დავით გობეჯიშვილი, კახი კახიაშვილი, ასევე სპორტის ფალავნების, არსენ მეკოკიშვილისა და ლევან თედიაშვილის ოჯახის წევრები, გოგი მეკოკიშვილი და ბესო თედიაშვილი ესწრებოდნენ.