დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ 2023 წელს სამტრედიის მასშტაბით დაგეგმილი და განხორციელებული სამუშაოების შესახებ საანგარიშო შეხვედრა გამართა.
პრეზენტაცოაზე, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, დავით ბახტაძემ ამომწურავად ისაუბრა სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, ჯანდაცვის, კულტურის და ახალგაზრდულ პროექტებზე.
,,საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება ადგილობრივი ხედისუფლების ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. დღევანდელი შეხვედრის დადებითი უკუკავშირები ჩვენთვის დიდი სტიმულია შემდგომ საქმიანობაში. თითოეული პროექტი ჩვენი მოსახლეობის უკეთესი მომავალზეა გათვლილი,” განაცხადა დავით ბახტაძემ.
დღევანდელი საანგარიშო მოსმენა ვრცლად მოიცავდა 2023 წელს განხორციელებულ, დაგეგმილ და გარდამავალ პროექტებს.
2023 წელს სამტრედიაში მუნიციპალური განვითარების ფონდის, რეგიონული განვითარების ფონდის, ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, საპილოტე რეგიონების განვითარების ფონდის და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოიყო 17 275 578 ლარი, განხორციელდა 227 მოსახლეობის პრიორიტეტებზე გათვლილი პროექტი.
ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდა 79 პროექტი და გამოიყო 7 490 425 ლარი, აქედან დასრულებულია 64 პროექტი დანარჩენ 15 პროექტზე მიმდინარეობს სამუშაოები.
ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდა სპორტული მოედნები,მოსაცდელები,მოსასვენებელი სივრცეები,მრავასართულიანი ბინების გადახურვა,სანიღვრე არხები, გარე განათებები.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა, რისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და რეაბილიტაცია. სამტრედიას რეგიონში საუკეთესო სპორტული ინფრასტრუქტურით გამორჩეულობისთვის საპატიო სიგელი გადაეცა.
სამტრედია დასახელდა 2023 წლის იმერეთის რეგიონის საუკეთესო მუნიციპალიტეტად- ოლიმპიური სპორტის სახეობების განვითარების, სპორტული ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და აღდგენისთვის. მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოეწყო და აშენდა სპორტული მოედნები, მათ შორის საჩოგბურთო კორტები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ჩემპიონატები სპორტის ამ სახეობაში, ასევე ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე სათადარიგო მოედანი და დახურული სპორტული დარბაზი.
სპორტ კომპლექსის ტერიტორიაზე სამტრედიაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზი გაიხსნა. პროექტი განხორციელდა ევროკავშირი გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში და თანადაფინანსებულია მუნიციპალიტეტის მიერ.
სამტრედიაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა, ასევე პრიორიტეტია მუნიციპალიტეტში საინვესტიციო ზონების მოსაწესრიგებელი პროექტები, რომელიც დიანტერესებას გამოიწვევს და ხელსაყრელი იქნება ინვესტორებისათვის.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკვანძო მდებარეობამ განაპირობა, რომ 80–იან წლებში მრავლად იყო წარმოდგენილი სხვადასხვა დანიშნულების საწარმო, მათ შორის ბაძგნარის დასახლებაში, გრიბოედოვის ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარი დაიგო. აქ გზის რეაბილიტაცია განაპირობებს რომ ყოფილ სამრეწველო ზონაში მიტოვებულ ადგილს,რეაბილიტაციის შემდეგ, ინვესტორები კიდევ მეტად დაინტერესდებიან და მუნიციპალიტეტის სამრეწველო პოტენციალი გაუმჯობესდება დასაქმების მხრივ.
გამოჩინებულის ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა გიორგის სახელობის მამათა ე.წ ზანდოს მონასტრის მიმართულებით 5,6 კილომეტრი ბეტონის გზა დაიგო.
აღნიშნული გზით ისარგებლებენ, როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები და მომლოცველები.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2023 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ 42 პროეტი განხორციელდა დაიგო 40 კმ მეტი ასფალტ-ბეტონის საფარი. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება პრიორიტეტულია და ამ კუთხით აქტიური სამუშაოები გრძელდება.
,,საქართველოს მთავრობა , 2022-2026 წლებში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მასშტაბური ღონისძიებები ახორციელებს.
სამტრედიაში ამ მხრივ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები.
სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით სამუშაოები გეგმის ფარგლებში ხორციელდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში დაწყებულია მე-4 საჯარო სკოლის მსენებლობა.
ახალი საჯარო სკოლები მშენებლობა მიმდინარეობს ნაბაკევის და ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში სრული რეაბილიტიცია ჩაუტარდა, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე მე-12 საჯარო სკოლას. სრულად რეაბილიტირდა ჩხენიშის საჯარო სკოლა. ორივე სკოლა შშმ პირთათვის არის ადაპტირებული და ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისია.
დასრულდა მე-2 საჯარო სკოლის შერწყმული სკოლის რეაბილიტაცია. განხორციელდა მე-10 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს პირველ საჯარო სკოლაში, მალე დაიწყება მე-9 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
რაც შეეხება, სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურას "საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი აშენდა იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში. იგეგმება მე- 4 ბაღის მშენებლობა.