სამტრედიაში, მერიის პროგრამის ფარგლებში, სოციალური სახლების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, გასული წლის მსგავსად, 4 სახლი შენდება, ხოლო იგეგმება დამატებით 3 სახლის აშენება.
დავით ბახტაძე: ,, ვფიქრობ, ჩვენ მიერ განხორციელებული ეს პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს. მათ საშუალება მიეცემათ სრულყოფილად მოახდინონ საზოგადოებაში ინტეგრაცია. ჩვენი, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ვალდებულებაცაა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ასეთ ოჯახებს.”
საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება ისეთ ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ, ან აქვთ ავარიული სახლები, თუმცა აქვთ საკუთრივ თავიანთ სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი.
მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და 4 ოჯახს, ზაფხულის დასაწყისში ახალი სახლი ექნება.
მიმდინარე სამუშაოები დღეს ადგილზე დაათვალიერა სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თედორაძესთან ერთად. იგი გაეცნო მშენებლობის პროცესს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას.