გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემაზე გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.

სოფელ აჭყვისთავის ტერიტორიაზე, 4 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები წესრიგდება.


ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, მუნიციპალიტეტში 40 ჰექტარ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება. 


სადრენაჟე არხებზე ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია მიმდინარე წლის ივლისში დაასრულებს.