დღეს, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარიდეპუტატი, პაატა კვიჟინაძე ხარაგაულში იმყოფებოდა.მაჟორიტარმა დეპუტატმა, ხარაგაულისმუნიციპალიტეტის მერთან, კობა ლურსმანაშვილთანერთად, ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკშიგანხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა.

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე:

დავათვალიერეთ პროექტი, რომელიც ხარაგაულშიევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა. ნანახმაყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მადლობაადგილობრივ თვითმმართველობასა და შემსრულებელკომპანიას, რომ ასეთი ლამაზი ადგილი აჩუქესხარაგაულს. პარკში არის ყველანაირი სივრცედასვენებისთვის, კულტურული თუ სპორტულიაქტივობისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ.მინდა ბევრიასეთი საინტერესო პროექტი ვუსურვო ხარაგაულს.

 

პაატა კვიჟინაძემ, ჩვენთან საუბარში, ასევე, აღნიშნა, რომ 2023 წელი ხარაგაულისთვის პროექტებისსიმრავლით გამორჩეული იქნება.

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა ამ ეტაპზეაქტიურად მიდის სამუშაოები, რათა 2020 წელსგამოცემულ განკარგულებაში შევიდეს ცვლილება დახარაგაულს განსაზღვრულს მიღმა, კიდევ რამდენიმესოფლის გაზიფიცირება დაემატოს.თუ რომელ სოფლებში შევა დამატებით ბუნებრივი აირიუახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.