ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, 2023 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსება სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

ხარაგაულის მერიამ 27 სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ტენდერები უკვე გამოაცხადა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით  ხარაგაულს  პროექტების განსახორციელებლად 3 643 963 ლარი გამოეყო.

აღნიშნული თანხა ახალი და გარდამავალი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.

ჯამში ახალი გზა 27 სოფელში გაკეთდება

12 ახალი პროექტის განსახორციელებლად 2 132 888 ლარი დაიხარჯება

აღნიშნული თანხით, საგზაო ინფრასტრუქტურა შემდეგ სოფლებში მოწესრიგდება:

დაბა ხარაგაული, დევდარიანების უბანი - 249 305 ლარი;

სოფელ ჭარტალში ყიფიანების უბნის გზის რეაბილიტაცია - 597 969 ლარი;მარელისში ქურდაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია - 479 826 ლარი;

ხიდარში გლუნჩაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია - 100 155 ლარი;

ღარიხევში ბრუისის უბნის გზის რეაბილიტაცია - 55 520 ლარი;

წიფის საუბნო გზის რეაბილიტაცია - 160 781 ლარი;

ფარცხნალში ეკლესიის უბნის გზის რებილიტაცია - 402 913 ლარი;

ხუნევში გუბათის უბნის გზის რეაბილიტაცია - 271 189 ლარი;

საღანძილეში იჩქიტიძეების უბნის გზის რეაბილიტაცია 0 345 919 ლარი;

თეთრაწყაროში ვეფხვაძეების საუბნო გზის(ხანდები) რეაბილიტაცია - 310 504 ლარი;

მაქათუბანში წიქარიშვილების უბნის გზის რეაბილიტაციის - 61 488 ლარი;

ოფელ ბაზალეთის, სოფელ წყალაფორეთის, სოფელ ვარძიის და კიცხი-ხიდარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - 454 115 ლარი;

 

1 511 075 ლარი მოხმარდება 12 გარდამავალი პროექტის განხორციელებას.

სოფელ მარელისში გზის რეაბილიტაცია (ქურდაძეების უბანი) – 250, 000 ლარი;

სოფელ მაქათუბანში გზის რეაბილიტაცია (წიქარიშვილების უბანი) – 61,488 ლარი;

სოფელ ხუნევში გზის რეაბილიტაცია (გუბათის უბანი) – 271,189 ლარი;

სოფელ ხიდარში გლუნჩაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია - 100,155 ლარი;

სოფელ ბრუისში გზის რეაბილიტაცია - 55,520 ლარი;

სოფელ წიფში გზის რეაბილიტაცია - 160,781 ლარი;

სოფელ საღანძილეში იჩქიტიძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია - 200,222 ლარი;

დაბა ხარაგაულში დევდარიანის ქუჩის რეაბილიტაცია - 118,905 ლარი;

სოფელ ფარცხნალში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ეკლესიის უბანი) – 220, 724 ლარი;

სოფელ თეთრაწყაროში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ვეფხვაძეების უბანი, ხანდები) -175,252 ლარი;

სოფელ ბაზალეთის, სოფელ წყალაფორეთის, სოფელ ვარძიის და კიცხი-ხიდარის დამაკავშირებელი ა/ბეტონის საფარიანი გზების რეაბილიტაცია - 362,767 ლარი;

სოფელ ჭარტალში გზის რეაბილიტაცია  - 155,885 ლარი;

ინფორმაციისთვის, 2022 წელს ხარაგაულს ინფრასტრუქტურული  პროექტების განსახორციელებლად  რეგიონული განვითარების ფონდიდან  5 444 301 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა  33 პროექტზე გადანაწილდა.

საერთო ჯამში, 2022 წელს ხარაგაულში  217 პროექტი დაფინანსდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ  სხვადასხვა ფონდებიდან მიღებული დაფინანსებით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით,  10 582 995ლარი დახარჯა.