ევსემ შველიძე და ზაურ ბერაძე საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ვერცხლის პრიზიორები გახდნენ ხარაგაულელმა სპორტსმენებმა ევსემ შველიძემ და ზაურ ბერაძემ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ბათუმში გამართულ ჩემპიონატზე, თავისუფალ ჭიდაობაში, 76 კგ წონით კატეგორიაში, ევსემ შველიძე მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასევე, ვერცხლის პრიზიორი გახდა ზაურ ბერაძე 86 კგ წონით კატეგორიაში. ზაური საქართველოს ორგზის ჩემპიონია ზაური და ევროპის ორგზის მესამე პრიზიორი.
საერთაშორისო ჩემპიონატის მრავალგზის მონაწილე, პრიზიორი და ოქროს მედალოსანია. ევსემ შველიძე 23 წლამდე ასაკის სპორტსმენთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია. 2018 წელს ზარიბეგ ბერიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირში საპატიო მესამე ადგილი დაიკავა. 2022 წელს ერევნის საერთაშორისო ტურნირზე კი ევსემ შველიძემ პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა. ევსემი და ზაური ასევე არიან ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის სამსახურის ჭიდაობის მიმართულების კონსულტანტები თავისუფალ ჭიდაობაში. მათ მომავალი ხარაგაულელი ფალავნების აღზრდაში თავის წვლილი შეაქვთ. ვულოცავთ ხარაგაულელ სპორტსმენებს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ! ხარაგაული თქვენგან კიდევ ბევრ გამარჯვებას ელოდება!