ხვალ  გამართულ შუალედურ არჩევნებში ქუთაისის საკრებულოში  ავტოქარხნის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს აიჩევენ. 

არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს-,,ქართული ოცნების,, სახელით დეპუტატის მანდატის მოპოვებას 30 საჯარო სკოლის დირექტორი,  მიხეილ გიორგაძე შეეცდება.ოპოზიციას კანდიდატი არ ჰყავს. 


ქალაქის საკრებულოში ავტოქარხნის მაჟორიტარის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მაჟორიტარი დეპუტატი,  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წარმომადგენელი ბესო ბრეგაძე ემიგრაციაში წავიდა.
 
ასევე მერის შუალედური არჩევნები გაიმართება თერჯოლის მუნიციპალიტეტში.