33 წლის ინნას სიცოცხლისა და სრულფასოვანი ცხოვრების დასაბრუნებლად საზოგადოების დახმარებაა საჭირო. პაციენტს დაუდგინდა უკიდურესად იშვიათი და მძიმე დიაგნოზი - სისხლჩაქცევა ტვინის ღეროში, ხიდის მიდამოში. ქოროიდული წნულის პაპილომა, რომელიც სტატისტიკურად დაახლოებით 3 მილიონიდან ერთ ადამიანს უვითარდება. 

გართულებული მდგომარეობის გამო, პაციენტი გადაყვანილია თურქეთში, Physical Therapy Rehabilitation Center "Romatem-ში", სადაც გადის ინტენსიურ და გადამწყვეტ ნეირორეაბილიტაციას. 

სპეციალისტების შეფასებით, საშუალოდ საჭიროა არანაკლებ 3 თვიანი რეაბილიტაციის კურსი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოძრაობის, მეტყველებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების აღსადგენად. თუმცა, მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯები უკიდურესად მაღალია და ოჯახს აღარ აქვს შესაძლებლობა პროცესის დამოუკიდებლად გაგრძელების. ამიტომ, ოჯახი იძულებულია დახმარების თხოვნით საზოგადოებას მიმართოს.

ანგარიშები:

GE98BG0000000366018943 - საქართველოს ბანკი 

GE19TB7965045061100112 - თიბისი ბანკი 

მიმღები: გიორგი გარუჩავა