ხაშურის მუნიციპალიტეტში ინტელექტუალური თამაში „ბიგ რაუნდი“-ს 2025 წლის გათამაშება დასრულდა.
მორიგი სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელსაც ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის სპორტის განყოფილების ხელმძღვანელი ბესიკ გაჩეჩილაძე უძღვებოდა, ქობულეთში გაიმართა.
კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად გოგუაძე და მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები, გამოავლინეს შემდეგი საპრიზო ადგილები:
გამარჯვებული - დიმიტრი ყიფიანის სახელობის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლის გუნდი;
მეორე ადგილზე - ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლის გუნდი;
მესამე ადგილი - ლესია უკრაინკას სახელობის დაბა სურამის N3 საჯარო სკოლის გუნდი.
ინტელექტუალური კონკურსის გამარჯვებულებს პრიზები გადასცა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად გოგუაძემ, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფრუიძემ.
„ბიგ რაუნდი“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით და მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ყოველ სასწავლო წელს ტარდება და მასში მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობენ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია "ბიგ რაუნდის" მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და ორგანიზაციას "ახალგაზრდები ხაშურის განვითარებისთვის", რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ინტელექტუალური თამაშის მასპინძელი იყო.