ხაშურის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველი თვითმმართველი ერთეულია საქართველოში, რომელიც ამზადებს ნებაყოფლობითი ადგილობრივი მიმოხილვის დოკუმენტს (VLR), ადგილობრივი განვითარების და SDG-ის მიზნების მიღწევის შეფასებისათვის.
ამ მიზნით ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ სივრცეში გაიმართა მდგრადი განვითარების (SDG) მიზნების ლოკალიზების საკითხზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა დოკუმენტის მნიშვნელობასა და მდგრადი განვითარების მიმართულებით განსახორციელებელ ცვლილებებზე. საზოგადოებას ხაშურის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების მიზნების მიმოხილვის დოკუმენტის აბსტრაქტი გააცნო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ლელა მაჭარაშვილმა. საკონსულტაციო შეხვედრას ესწრებოდნენ UNDP წარმომადგენლის მოადგილე ნილს ქრისტენსენი, მუნიციპალიტეტისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ახალგაზრდები. გაეროს ერთობლივი პროგრამა "მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა ადგილობრივ დონეზე" ხორციელდება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის (SDG Fund) დაფინანსებითა და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის კოორდინაციით. პროგრამის განხორციელებაში ჩართულია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF).