ქუთაისში დავით ხახალეიშვილის სახელობის მე-17 სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა როგორც სპორტული დარბაზები, ასევე, ადმინისტრაციული შენობა და სასტუმროს ნომრები რაც სკოლას აძლევს შესაძლებლობას, უმასპინძლოს საერთაშორისო შეკრებებს.
სპორტული სკოლის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც 2 430 378.96 ლარი დაიხარჯა. რეაბილიტაციის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო ძიუდოს, თავისუფალი ჭიდაობის, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის, სამბოს, ტაეკვანდოს, კრივისა და კარატეს დარბაზები. სკოლაში 800-მდე სპორტსმენი ირიცხება.
განახლებული სპორტული სკოლა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ დაათვალიერეს.