ბანგლადეშში წვრთნების დროს საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩავარდა, რასაც, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. იუწყება BBC.

ბანგლადეშში წვრთნების დროს საჰაერო ძალების თვითმფრინავი სკოლის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რასაც, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი

უტარას გარეუბანში Milestone-ის კოლეჯში მომხდარი ინციდენტის ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს მასშტაბური ხანძარი და სქელი კვამლი.

სამხედროებმა დაადასტურეს, რომ ინციდენტში მათი ერთ-ერთი თვითმფრინავი მონაწილეობდა.

დამწვრობისა და პლასტიკური ქირურგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები და მოზრდილები, დამწვრობის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს.