სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტების სოფელ ქვენატკოცისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლები მოინახულეს.
სკოლების აღჭურვისა და სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ორივე სკოლაში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, იფუნქციონირებს ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი.
სკოლები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მოწყობილია სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები. უზრუნველყოფილია კომპიუტერული ქსელებით, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემებით.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის 300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის და აღჭურვის პროექტის ჯამური ღირებულება 5 000 000 ლარამდეა.
ხოლო სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლას 500 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის პროექტის ჯამური ღირებულება 6 000 000 ლარზე მეტია.
სრულად განახლებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი ახალი სასწავლო წლიდან განახლდება