გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, კოლეჯ "აისის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
დაშავებული ახალგაზრდის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.