სტიქიის შედეგად სოფელ ნერგეეთში ჰენრი დაშნიანის და აკაკი აკოფოვის, ასევე სოფელ დიმში ვახტანგ გვენეტაძის საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა.
ბაღდათის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას პირადად შეხვდა და მათ შესაბამის დახმარებას დაჰპირდა.
ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით რამდენიმე სახლის მცირე დაზიანება გამოიწვია. მიმდინარეობს აღნიშნული პრობლემების შესწავლა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია მერიის სამუშაო ჯგუფი, რათა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დროულად გაეწიოს დახმარება. მერიაში ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს პრობლემების შემთხვევაში შეუძლიათ დარეკონ მითითებულ ნომერზე: 595510500