დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები იწყება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.
2026 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის 686000 ლარი გამოიყო.




