31 მაისის 12:00სთ-დან 18:00სთ-მდე გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ106 (გუდაური-კობი) მონაკვეთზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო 2025 წლის 31 მაისის 12:00სთ-დან 18:00სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.