„პუფების თემა კარგად გვახსოვს, ნიკა მელია ყოვლად უპრინციპო ადამიანია. ნიკა მელია რას ამბობს, ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ფაქტია, რომ რადიკალებში განხეთქილებაა. ვერ ჩამოყალიბდნენ, საით გაიშვირონ თითი და ვის რა დააბრალონ, ვერ გაიგეს" - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
"ფაქტია, რომ რა უბედურებაც საქართველოსთვის სურდათ, ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ და დღეს სრულ ფრუსტრაციაში არიან. ნიკა მელია არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ამით არაფერი შეიცვლება. ამ რადიკალებს დაბალი რეიტინგი აქვთ. არჩევნებში მათი მონაწილეობა იქნება ხაზგასმა, რომ რასაც ისინი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებდნენ და დავალებებს ასრულებდნენ, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება იყო, რაც მათი კრახით დასრულდა. შეიძლება, მოსალოდნელი მარცხის გამომზეურება არ სურდეთ, მაგრამ ისინი არჩევნებში ჩაერთვებიან თუ არა, მათ დავალებაზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ნიკა მელიამ განაცხადა: „დადგა დრო, პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს და პასუხი გაეცეს კითხვას, შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები“.