საფრანგეთის ლიგა 1-ში 2024-2025 წლების ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა.
ვადაზე ადრე გაჩემპიონებულმა ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ სახლში „ოსერი“ დაამარცხა. პარიზელებიდან ორი გოლი მატჩის საუკეთესო მოთამაშის, ხვიჩა კვარაცხელიას (Flashscore - 8,9) ანგარიშზეა. მან 56-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 88-ე წუთზე კი მატჩს წერტილი დაუსვა.
„პარი სენ-ჟერმენი“ - “ოსერი“ 3:1(0:1)
გოლები: 30' ლასინე სინაიოკო 0:1, 59' ხვიჩა კვარაცხელია 1:1, 67' მარკინიოსი 2:1, 88' ხვიჩა კვარაცხელია 3:1
მე-80 წუთზე გონსალუ რამოშის დარტყმული თერთმეტმეტრიანი „ოსერის“ მეკარე დონოვან ლეონმა მოიგერია
გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ სახლში „ანჟე“ ალექსანდრ ლაკაზეტის დუბლით დაამარცხა და სტრასბურგში „ლე ჰავრის“ მოულოდნელი მოგების წყალობით კონფერენც ლიგაზე გამსვლელ მე-6 ადგილზე გავიდა.
გიორგი მიქაუტაძე (Flashscore - 6,8) მინდორზე ლაკაზეტის ნაცვლად 79-ე წუთზე შევიდა.
„ლიონი“ - „ანჟე“ 2:0(1:0)
გოლები: 55' ალექსანდრ ლაკაზეტი, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 72' ალექსანდრ ლაკაზეტი 2:0
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ სახლში „ტულუზასთან“ მარცხი განიცადა და ლიგა 1-იდან გავარდა.
ზურიკო დავითაშვილმა (Flashscore - 7,2) 62-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა.
„სენტ-ეტიენი“ - „ტულლუზა“ 2:3(1:2)
გოლები: 10' უორენ კამანზი 0:1, 15' ჯოშუა კინგი 0:1, 38' ფლორიან ტარდიუ 1:2, 58' იან გბოჰო 1:3, 62' დილან ბატუბინსიკა 2:3