ჭიათურაში მაღაროელები მერვე დღეა გაფიცულები არიან. დღეს მათ ქალაქის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი ღირსეულ ანაზღაურებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

გუშინ მაღაროელებთა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. როგორც  აცხადებენ მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტის შეწყვიტას არ აპირებენ.