აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად დიდთვოლობით გამოწვეულ შედეგებს და არსებულ ვითარებას გაეცნო.
უხვმა ნალექმა, თოვლმა პრობლემები შექმნა მაღალმთიან აჭარაში. შესაბამისად მიმდინარეობს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე გზის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილებზე მობილიზებულია მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები.