აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით დასრულდა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის სამხრეთ ფასადზე არსებული ვიტრაჟების რესტავრაცია.  

განახლებული ვიტრაჟები ტაძარს კიდევ უფრო განსაკუთრებულ იერს სძენს. აქტიურად მიმდინარეობს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფასადზე არსებული ვიტრაჟების რეაბილიტაცია.