22 ივნისიდან 3 ივლისამდე ჩვენი ქალაქი ფიდეს მსოფლიო თასს უმასპინძლებს ჭადრაკში 8-12 წლამდე ჭაბუკებსა და გოგონებს შორის. აღსანიშნავია, რომ ასეთი სახის ღონისძიება პირველად ტარდება და მისი სულისჩამდგმელი ფიდეს სპეციალურ დავალებათა დირექტორი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილია.

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭრებია: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სპორტის დეპარტამენტი.
ღონისძიებაში მსოფლიოს 40 ქვეყნის 300-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. თითოეულ კატეგორიაში მონაწილეთა რაოდენობა განსაზღვრულია ტურნირის დებულებითა და ფიდეს მიერ დადგენილი კვოტებით. შეჯიბრება ორ ეტაპად ტარდება.
პირველი ეტაპი შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად ჩატარდება, მეორე ეტაპზე ერთმანეთს თითოეული ჯგუფიდან ერთსა და იმავე ადგილზე გასული მოჭადრაკეები შეხვდებიან.
თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული სამი საუკეთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით, დიპლომით, ასევე, ფასიანი საჩუქრით (მაქბუქით, აიფონითა და აიპადით)
ჩემპიონატი სასტუმრო „ეიფორიაში" 14 საათსა და 30 წუთზე გაიხსნება, ხოლო 2 ივლისს 20 საათზე დაიხურება.