როდესაც 12 წლის წინ ვამბობდით, რომ ბიძინა ივანიშვილი იანუკოვიჩის გზას ადგას და ბიძინას სასარგებლო იდიოტია ყველა, ვინც ევროკავშირისგან სიკეთეებს უპირობოდ ითხოვს, ახალგაზრდა იურისტების (ანა ნაცვლიშვილი), ისფედის (ნინო ლომჯარია) და საერთაშორისო გამჭვირვალობის (ეკა გიგაური), ჩემი ქმრის თანაპარტიელებს აშანტაჟებდნენ - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლiდერი ეკა გიგაური სოციალურ ქსელში წერს. 

"თქვენი ლიდერის ჟურნალისტ ცოლს გაემიჯნეთ, თორემ თქვენთან აღარ ვიმუშავებთო (ოფიციალური მიმოწერა არსებობს). ანუ გარდა იმისა რომ თავად ცდებოდნენ, ჩემი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ჩალიჩობდნენ, ვიღაც კაცების შანტაჟით. ახლა სადაა გიგაური? საქართველოშია? " - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".