ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფელ ფუთის მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით სოფელთან ახლოს გაყავთ გვირაბი, სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს რაც საფთხეს უქმნის მათ კერძო საკუთრებას.

რამდენიმე სახლი დაზიანდა, ამავე პრობლემის წინაშეა როგორც ზესტაფონის ისე ხარაგაულის არა ერთი სოფელი, ჩვენს გვერდით არავინ დგას. ავტობანის მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ გვცნონ დაზარალებულად და კომპესაცია გადაგვიხადონ. აცხადებენ ადგილობრივები.

ადგილზე იმყოფებოდნენ ,,ნაცონალური მოძრაობის“ წევრები, მათი განცხადებით საჭიროა საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყოს. დღეს ასევე, პროკურატურას სარჩელით მიმართეს და ექპერტიზის ჩატარება მოითხოვეს.